ფეხბურთი

14:24 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაუგებრობა ზუგდიდში: საკრებულოს გადაწყვეტილების მიუხედავად ჭეჟია წასვლას არ აპირებს

 

“ზუგდიდის” დირექტორი მალხაზ ჟეჭიას აზრით, ბოლო დროს საფეხბურთო კლუბის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სპორტს გასცდა და პოლიტიკური ელფერი შეიძინა.

ამის შესახებ მან ზუგდიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ზუგდიდის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჭეჟიამ კლუბის საქმიანობაში უხეშ ჩარევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელი ლევან კონჯარია დაადანაშაულა.

მალხაზ ჭეჟია (საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” დირექტორი): „ის რაც ხდება დღეისათვის საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” გარშემო, პირდაპირ ვაცხადებ, რომ არის უხეში ჩარევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან, რომელმაც ცალსახად მიიღო გადაწყვეტილება ერთი ჯგუფის სასარგებლოდ. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა ვითომ სამუშაო შეხვედრა ფეხბურთის ზოგიერთ წარმომადგენელთან და ამ შეხვედრაში, როგორც ირკვევა შეთანხმება მოხდა ერთ თემაზე - მე, მალხაზ ჭეჟია გამათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მინდა ღიად განვაცხადო, აბსოლუტურად მზად ვარ დღესვე დავტოვო დირექტორის პოსტი და არანაირი პრობლემა არა მაქვს, უხეშად, რომ ვთქვათ არც ვებღაუჭები ამ თანამდებობას, მაგრამ კარგად ვიცი რისთვის ხდება ეს ყველაფერი.  ეს არ დაწყებულა ორი დღის წინ ანუ ამ თემაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობდა კარგა ხანია. უბრალოდ ერთი რამ გამკვირვებია, ლევან კონჯარიამ დამირეკა და მითხრა, თუ მე დავაბრუნებდი მწვრთნელს, კობა წიტაიშვილს გუნდში, ყველანაირი არსებული გაუგებრობა ჩემსა და საკრებულოს შორის დასრულდებოდა, რაზეც მაშინვე მიიღო ჩემგან უარი. ამის შემდეგ, ეტყობა  დღის წესრიგში დადგა ჩემი გათავისუფლების საკითხი. პირდაპირ ვეუბნები ლევან კონჯარიას და მივმართავ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თუ თავს არ დაანებებენ უხეშ ჩარევას საფეხბურთო საქმიანობაში, იძულებული გავხდებით ფიფა-უეფას წესდებით ვისარგებლოთ და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება თვითმმართველი ორგანო. რაც შეეხება მწვრთნელის საკითხს, კობა წიტაიშვილმა თავად განაცხადა გუნდიდან წასვლის თაობაზე და გასაკვირია, რომ ახლა დაბრუნებას ითხოვს, თან ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევით. აქ, ხომ ყველაფერი ნათელია. საუბარია მათი მხრიდან პირდაპირ, არა გუნდის მომავალზე, არამედ საფეხბურთო სტრუქტურაში მათთვის სასურველი ჯგუფის განთავსებაზე. ჩვენ გუშინ დავნიშნეთ მწრთნელ-კონსულტანტი სერგო გაბელაია, რომელიც დღეს სავარჯიშოდ გაიყვანს გუნდს და შეუდგება თავის საქმიანობას“.

fczugdidi.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120921