ფეხბურთი

0:38 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: “თუ დანაშაული დამიმტკიცდა თავს მოვიკლავ”

“მილანის” ყოფილი ნახევარმცველი ჯენარო გატუზო აცხადებს, რომ თუ სამართალდამცავებმა მას მატჩების გარიგებაში მონაწილეობა დაუმტკიცეს, ის მზადაა ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულოს.

“მინდა ერთ რამეს ნათელი მოვფინო: გარიგებულ მატჩში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. ეს არც კი მიფიქრია.

მზად ვარ, იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული დამიმტკიცდა, ქალაქის ცენტრში გავიდე და თავი მოვიკლა. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავს. გამბედაობა არ მეყოფა ხალხს თვალებში შევხედო. ამას გულწრფელად ვამბობ.

ჩანაწერები აჩვენებს, რომ ბუკმეიკერმა ბაცანიმ 13 მოკლე ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ არცერთი მათგანისთვის არ მიპასუხია.

მთელი კარიერის განმავლობაში თავდაუზოგავად ვმუშაობდი. საკუთარი ფონდის დახმარებით ბავშვების დასახმარებლად 1.5 მილიონი ევრო გამოვყავი. ახლა კი, მაბრალებენ, რომ გარიგებული თამაშების წყალობით მეტი ფულის შოვნა მსურდა.” – ციტირებს გატუზოს სიტყვებს Sportmediaset-ი.

17 აპრილს, იმ საფეხბურთო მატჩების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც იტალიის პროკურატურა საეჭვოდ მიიჩნევს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ჯენარო გატუზოა, რომლის ბინაც სამართალდამცავებმა უკვე გაჩხრიკეს.

0.129515