"მილანის” ყოფილი ნახევარმცველი და “პალერმოს” ექს-დამრიგებელი ჯენარო გატუზო ბერძნულ ოფი-ს ჩაუდგება სათავეში. TMW-ს ცნობით, იტალიელს ბერძნულ მხარესთან ჯენტლმენური შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს.
უახლოეს პერიოდში, გატუზო საბერძნეთში ჩავა და მოლაპარაკებას ოფიციალურ სახეს მისცემს. სავარაუდოდ, ოფი-ს მთავარი მწვრთნელის რანგში 36 წლის იტალიელის წარდგენა 2 დღის ვადაში მოხდება.
ცნობისათვის, ოფი საბერძნეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს.