ფეხბურთი

12:33 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო “მილანში” დაბრუნებას გეგმავს

“მილანის” ყოფილი ნახევარმცველი ჯენარო გატუზო სამწვრთნელო საქმიანობაში ჩართვას აქტიურად გეგმავს. იტალიელი ამჟამად უმუშევარია, მაგრამ ადრე თუ გვიან, “როსონერიში” დაბრუნებას გეგმავს.

“ვფიქრობ, მოვა დრო და “მილანში” დავბრუნდები. ეს კლუბი ჩემი სახლია. სინგაპურიდან და მალაიზიიდან წამოსულ რამდენიმე წინადადებაზე უარი ვთქვი. მაქვს ვარიანტი, რომ სახლიდან ერთი საათის სავალ გზაზე ვიმუშავო. ვნახოთ, რა მოხდება”, - განუცხადა გატუზომ იტალიურ მედიას.

შეგახსენებთ, რომ გატუზოს შვეიცარიული “სიონისა” და იტალიური “პალერმოს” მთავარ მწვრთნელად უმუშავია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124156