ფეხბურთი

17:37 | 18.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: “მილანსა” და “ბარსელონას” შორის დიდი სხვაობაა”

ცნობილი “იტალიელი” ნახევარმცველი ჯენარო გატუზო ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “მილანსა” და “ბარსელონას” შორის გასამართ დაპირისპირებაზე საუბრობს. 35 წლის ფეხბურთელის თქმით, გუნდებს შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ იტალიელები უშანსოდ მაინც არ არიან.

“ფეხბურთში, დარწმუნებული არაფერში არ უნდა იყო. ფეხბურთი ფურცელზე დაწერილი ლოგიკა არაა. ფეხბურთს ადამიანები თამაშობენ.

“ბარსელონა” უფრო ძლიერი გუნდია, მაგრამ გასულ სეზონში, ნოჩერინომ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ფეხბურთი სპორტის უცნაური სახეობაა.

დღესდღეობით, გუნდებს შორის დიდი სხვაობაა. კატალონიელებს ფენომენალური გუნდი ჰყავთ. “მილანი” კი, სრულყოფილებისკენ სვლას შემადგენლობის გაახალგაზრდავებით ცდილობს. ამ ცვლილებებს დიდი დრო სჭირდება, რადგან წარმატება დაუყოვნებლივ არ მოდის.

არის თუ არა მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? ბოდიში რონალდუსთან, მაგრამ არის. კრიშტიანუ ბრწყინვალე მოთამაშეა, მაგრამ მესი სხვა პლანეტიდანაა.

ფეხბურთელი, რომელსაც წელიწადში 90 გოლი გააქვს, არ შეიძლება რეალური იყოს. ის Playstation-იდანაა და როდესაც მოედანზე მის მოქმედებას ვუყურებ, ამაშინ ვრწმუნდები. ის ყველაფერს თანაგუნდელებზე სწრაფად აკეთებს.” – ციტირებს გატუზოს სიტყვებს კატალონიური Mundo Deportivo.

0.114193