ფეხბურთი

15:39 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: “მილანს” ცვლილებები სჭირდება”

 

“მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ქარიზმატულმა ჯენარო გატუზომ Football Italia-ს თავისი გულისტკივილი გაუზიარა საყვარელი კლუბის შესახებ: “თუკი ალეგრის სკამი ირყევა, “მილანი” ყველაფერს გააკეთებს, რომ ის გააწონასწოროს. კაკა ისეთი ვეღარაა, როგორიც 2007 წელს იყო, მაგრამ ახალგაზრდა პარტნიორებს მისაბაძ მაგალითად შეიძლება გამოადგეს. ახლა გუნდს ცვლილებები სჭირდება, მაგრამ საქმის მაგიერ ყველა ბეჭდებზე და ვარცხნილობაზე ლაპარაკობს, ვითარება კი სულ უფრო მძიმდება. რაც შეეხება ბალოტელის, მას მეტი ყურადღება სჭირდება. თავის ტვიტერში ის ბევრ სისაძაგლეს წერს და ეს მე არ მომწონს. თუმცა, მარტო ბალოტელიში არ არის საქმე, საერთოდ, ამ ახალი თაობის არაფერი მესმის,” – თქვა გატუზომ.

 

 

0.135169