ფეხბურთი

22:25 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: “ფეხბურთში ქალების ადგილს ვერ ვხედავ”

წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი და ამჟამად დამწყები მწვრთნელი ჯენარო გატუზო “მილანში” მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ბარბარა ბერლუსკონიზე საუბრის დროს აცხადებს, რომ ის ფეხბურთში ქალების ადგილს ვერ ხედავს.

როგორც იცით, ცოტა ხნის წინათ, სილვიო ბერლუსკონიმ, თავისი ქალიშვილი ბარბარა ბერლუსონი, “მილანის” გენერალური დირექტორის პოსტზე, ადრიანო გალიანის მეწყვილედ დანიშნა. ეს უკანასკნელი თანამდებობის დატოვებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ, მისი კლუბში დარჩენა გადაწყდა.

“მიმაჩნია, რომ გალიანი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, რადგან ის “მილანში” მრავალი წელია მუშაობს. მთელი ამ დროის განმავლობაში, გალიანი არა მხოლოდ მუშაობდა, არამედ თავის საქმეში წარმატებებსაც აღწევდა.

ამ საკითხის წამოწევა არ მინდა, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია – ფეხბურთში ქალების ადგილს ვერ ვხედავ.” – გატუზოს ამ სიტყვებს Football Italia ავრცელებს.

0.112595