ფეხბურთი

12:07 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო ბერლუსკონის აკრიტიკებს

“მილანის” ყოფილი ნახევარმცველი ჯენარო გატუზო კლუბის პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის გამო აკრიტიკებს. “როსონერის” ყოფილ შუახაზელს მიაჩნია, რომ მილანელები ტრანსფერებით ბევრ ფულს შოულობენ და ახალ ფეხბურთელებზე სათანადოდ არ ხარჯავენ.

“ძლიერი გუნდის ასაშენებლად ბევრი ფული უნდა დაიხარჯოს. სადღეისოდ, “მილანის” პოლიტიკამ სახე იცვალა. ბერლუსკონი ტრანსფერებით იმაზე გაცილებით მეტს შოულობს, ვიდრე ხარჯავს. ვფიქრობ, “რომა”, “ნაპოლი” და “იუვენტუსი” უკეთესად გამოიყურებიან, მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები არც მათ უყიდიათ”, - განუცხადა გატუზომ იტალიურ მედიასაშუალებებს.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში ძალზე წარუმატებელი სტარტის გამო, “მილანის” ხელმძღვნელობასა და სამწვრთნელო შტაბს აქტიურად აკრიტიკებენ.

 

0.14332