სიცილიური “პალერმოს” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო დარწმუნებულია, რომ “მილანის” დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცის როლს კარგად მოერგება.
გავრცელებული ინფორმაციით, “სკუადრა აძურას” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი გუნდს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს. მის შემცვლელად სწორედ მასიმილიანო ალეგრი სახელდება.
“ალეგრის ყველა თვისება აქვს იმისათვის, რომ ეს თანამდებობა დაიკავოს. ნაკრების ხელმძღვანელობა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მასიმილიანომ გვიჩვენა, რომ კარგი მწვრთნელია. ვფიქრობ, ის იტალიის ნაკრებს შეეფერება.”
ვოცნებობ თუ არა იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე? შესაძლოა, ერთ დღეს, ესეც მოხდეს... ამჟამად “პალერმოს” სერია A-ში დაბრუნებაზე ვარ კონცენტრირებული.” – აცხადებს ჯენარო გატუზო, რომელიც ალეგრის ხელმძღვანელობით 2 წლის განმავლობაში თამაშობდა.