ესპანეთის ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა კალათბურთელმა პაუ გასოლმა, შესაძლოა, სანაკრებო კარიერა დაასრულოს. აღნიშნულის შესახებ ორზაროვანი განცხადება პაუმ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთთან მოილოდნელიც მარცხის (52:65) შემდეგ გააკეთა.
“ვერავინ იტყვის, ბოლო მატჩს როდის ჩაატარებს. ჩემი ნება რომ იყოს, 50 წლამდე ვითამაშებდი, თუმცა, ეჭვი მეპარება, ეს მოხდეს. ჩინებული ახალგაზრდა თაობა გვყავს და დარწმუნებული ვარ, მათ ხელში ესპანეთის ნაკრებს კარგი მომავალი აქვს”.
უშუალოდ ფრანგებთან წაგების შესახებ, 34 წლის მძიმე ფორვარდმა ცენტრმა შემდეგი განაცხადა: “ძალიან მტკივნეული მარცხი გახლდათ. მსოფლიო ჩემპიონატისგან ბევრს ველოდით და ფრანგებთან მატჩამდე კარგადაც ვთამაშობდით, მეოთხედფინალი კი ძალიან სუსტად ჩავატარეთ”.