საფრანგეთის საჩოგბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რიშარ გასკე, რომელსაც ზურგის ტრავმის გამო მაიამის ტურნირის შემდეგ არ უთამაშია, მადრიდის “მასტერსის” კვალად, რომის ტურნირიდაც მოიხსნა.
27 წლის ჩოგბურთელი ვარჯიშს ბარსელონაში სერხი ბრუგერას მეთვალყურეობით აგრძელებს და იმის შესახებ გადაწუვეტილებას, ითამაშებს თუ არა “როლან გაროსზე” (25 მაისი-8 ივნისი), მოგვიანებით მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელ საფრანგეთის ღია პირველობაზე გასკემ მე-2 წრემდე მიაღწია.