კალათბურთი

15:55 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გასარკვევი კიდევ ორია

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ სამი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. ფავორიტებად მიჩნეულმა “ინდიანა პეისერსმა”, “ოკლაჰომა სიტი სანდერმა” და “ლოს ანჟელეს კლიპერსმა” შესაბამისად, “ატლანტა ჰოუქსი”, “მემფის გრიზლისი” და “გოლდენ სტეიტ უორიორსი” გადამწყვეტ მე-7 მატჩებში “გატეხეს” და სერია სენსაციების გარეშე დაასრულეს.

ამგვარად, უკვე ცნობილია მომდევნო რაუნდის 2 წყვილის ვინაობა. აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში “ინდიანა” “ვაშინგტონ უიზარდსს” ეთამაშება, ხოლო დასავლეთის ნახევარფინალში “ოკლაჰომა სიტი” “ლოს ანჟელეს კლიპერსს” გაეჯიბრება.

გასარკვევია მეოთხედფინალების კიდევ 2 წევრის ვინაობა. მოქმედი ჩემპიონი “მაიამი ჰითი” “ტორონტო რეპტორზსა” და “ბრუკლინ ნეთსს” შორის უმჯობესს ელის, ხოლო “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის” მეტოქე ტეხასურ დერბიში ირკვევა – “სან ანტონიო სპურზი” “დალას მავერიქსის” წინააღმდეგ.

ორივე დარჩენილ სერიაში გადამწყვეტი მატჩები კვირა ღამით შედგება.

ისიც ვთქვათ, რომ არსებული ინფორმაციით, რეგულარული სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) ოკლაჰომელთა ლიდერი კევინ დიურანტი დასახელდება, რომელმაც მემფისელებთან გადამწყვეტ მატჩში 33 ქულა ჩააგდო.

დიურანტისთვის ეს პირველი ამგვარი ტიტულია და სრულიად დამსახურებულიც, რადგანაც კევინმა ჩემპიონატი ბომბარდირის რანგში (საშუალოდ 32 ქულა) დაასრულა. გასული 2 სეზონის განმავლობაში საუკეთესოდ “მაიამი ჰითის” ვარსკვლავი ლებრინ ჯეიმსი სახელდებოდა.

 

ინდიანაატლანტა 92:80 (24:23, 23:13, 24:27, 21:17)

ინდიანა: ჯორჯი (30 ქ. 11 მ.), სტივენსონი (19 ქ. 14 მ.), ჰილი (15 ქ.), ჰიბერტი (13 ქ. 7 მ. 5 დ.), უესტი (4 ქ. 13 მ. 6 დ.); უოტსონი (7 ქ.), კოუპლენდი (3 ქ.), მაინმი (1 ქ.).

ატლანტა: კორვერი (19 ქ.), ტიგი (16 ქ.), მილსეპი (15 ქ. 17 მ.), კეროლი (2 ქ.), ანტიჩი: სკოტი (15 ქ.), მაკი (13 ქ. 7 პ.), უილიამსი, ბრენდი.

ინდიანამ მოიგო სერია 4:3

 

ოკლაჰომა სიტი – მემფისი 120:109 (27:36, 34:22, 33:23, 26:28)

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (33 ქ. 8 მ.), უესტბრუკი (27 ქ. 10 მ. 16 პ.), ბატლერი (15 ქ.), იბაკა (12 ქ.), პერკინსი (4 ქ.); ჯეკსონი (16 ქ.), ადამსი (8 ქ.), ფიშერი (8 ქ.), ლემბი, ჯონსი.

მემფისი: გასოლი (24 ქ. 6 პ.), კონლი (20 ქ. 9 პ.), ლი (16 ქ.), ალენი (15 ქ.), მილერი (3 ქ.); უდრიჰი (12 ქ.), ლეუერი (9 ქ. 7 მ.), პრინსი (6 ქ.), კუფოსი (4 ქ.), ფრანკლინი, დევისი.

ოკლაჰომა სიტიმ მოიგო სერია 4:3

 

კლიპერსი – გოლდენ სტეიტი 126:121 (22:32, 34:32, 31:20, 39:37)

კლიპერსი: გრიფინი (24 ქ. 6 პ.), პოლი (22 ქ. 14 პ.), რედიკი (20 ქ.), ჯორდანი (15 ქ. 18 მ.), ბარნსი (13 ქ.); კროუფორდი (22 ქ.), კოლისონი (8 ქ.), დევისი (2 ქ.), გრეინჯერი.

გოლდენ სტეიტი: კარი (33 ქ. 9 პ.), გრინი (24 ქ. 7 მ.), ტომპსონი (15 ქ. 7 პ.), იგუდალა (14 ქ. 7 მ.), ლი (13 ქ. 13 მ.); კროუფორდი (12 ქ.), სპეიტსი (10 ქ.), ბლეიკი, ბარნსი, ო’ნილი, არმსტრონგი.

კლიპერსმა მოიგო სერია 4:3

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125616