ფეხბურთი

11:55 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარსიამ ბასტოში დაადასტურა

ბოლო დღეებში იტალიური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, 30-წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის მიშელ ბასტოშის “რომაში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით უკვე რომაული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამაც დაადასტურა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების კლუბ “ალ-აინში” მოთამაშე სამხრეთამერიკელის გადაბირება “რომას” გარდა “ნაპოლისაც” სურს.

“ჯერ მოლაპარაკება მიმდინარეობს და ძნელი სათქმელია, როგორ დასრულდება. ბასტოში უნივერსალური ფეხბურთელია. ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და არც ტექნიკა დაეწუნება. მე მის თამაშს უკვე დიდი ხანია ვაკვირდები. არა მარტო ძლიერი ფეხბურთელი, არამედ კარგი ადამიანიცაა” – განაცხადა გარსიამ.

0.116703