იტალიაში გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა გრძელდება და დამნაშავეების გამოსავლენად, სამართალდამცავები ყველა ღონეს ხმარობენ. აპენინური პრესის ცნობით, “მილანის” ყოფილი ნახევარმცველის – ჯენარო გატუზოს სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
პროკურატურის თანამშრომლები მასობრივ ჩხრეკებს ატარებენ მილანში, ბოლონიაში, რომსა და მესინაში. გატუზოს გარდა, გაიჩხრიკა კრისტიან ბროკის სახლიც. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა კიდევ ორი ფეხბურთელის საცხოვრებელი ადგილები დაათვალიერეს, მაგრამ მათი გვარები არ სახელდება.
ჩხრეკის შედეგების შესახებ, ჯერჯერობით, ცნობები არ ვრცელდება.