ჩილეს ეროვნული ნაკრებისა და აწ უკვე "კარდიფის" ნახევარმცველი გარი მედელი მილანის "ინტერის" ფეხბურთელი გახდა. 27 წლის მოთამაშემ ახალი კლუბის რიგებში უკვე ივარჯიშა.
გავრცელებული ინფორმაციით, მედელმა იტალიის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო "ინტერი" უელსელებს 11,5 მილიონ ევროს გადაუხდის.
"ტრავმის გამო წინასასეზონო მომზადების დიდი პერიოდი გამიცდა. ვიმედოვნებ, სეზონის სტარტს უკვე მომზადებული შევხვდები. მოხარული ვარ "ინტერში" ყოფნით" _ განაცხადა მედელმა.
გიორგი ბალახაძე