ჭადრაკი

19:51 | 11.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარი კასპაროვს ფიდეს პრეზიდენტობა სურს

ჭადრაკში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ გარი კასპაროვი (ხორვატია) მონაწილეობას მიიღებს ფიდეს 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის მეტოქეც, მოქმედი პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი (რუსეთი) იქნება.

რაც შეეხება ევროპის საჭადრაკო კავშირს, მისი ხელმძღვანელობისთვის, მოქმედი პრეზიდენტი სილვიო დანაილოვი (ბულგარეთი) და ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი იბრძოლებენ. დანაილოვი კასპაროვის, ხოლო აზმაიფარაშვილი ილუმჟინოვის ბანაკში იმყოფება, რომლებიც აღნიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ როგორც ფიდეს, ისე ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობის დროს ჩატარდება, რომელსაც 4-დან 14 აგვისტოს ჩათვლით, ნორვეგიის ქალაქი ტრომსო უმასპინძლებს.

0.118418