ჭადრაკი

20:50 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

გარი კასპაროვი თბილისს ესტუმრა

ჭადრაკში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი გარი კასპაროვი თბილისს ესტუმრა და 18 თებერვალს, 11.00 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში პრესკონფერენციას ჩაატარებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსმა სოფიკო ნიკოლაძემ განუცხადა.
მისიცე თქმით, ხვალვე, 12.00 საათზე, კასპაროვის მონაწილეობით, თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში საჩვენებელი გაკვეთილი გაიმართება. აღნიშნული გაკვეთილის მსვლელობაში პარალელურ რეჟიმში ჩაერთვებიან ქუთაისის 21-ე და ფოთის მე-2 სკოლის მოსწავლეები.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან, ზემოხსენებულ სკოლებში, ისევე როგორც საქართველოს კიდევ რამდენიმე საჯარო სკოლაში, საპილოტე წესით, კასპაროვის პროგრამით - “ჭადრაკი სკოლაში” - ჭადრაკის სწავლება დაინერგა.

0.116571