ფეხბურთი

13:42 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

განუგრავა ბოლნისის "სიონშია"

25 წლის ნახევარმცველი გიორგი განუგრავა ბოლნისის "სიონში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას. გიორგი კიკნაძის გუნდი დუშეთში გაემგზავრა და იქ გაივლის შეკრებას. როგორც იცით, განუგრავა ბოლოს რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა, მანამდე კი უნგრულ კლუბებში გახლდათ: "დიორში", "ლომბარდ პაპასა" და "ზალაეგერსეგიში".

გიორგიმ კარიერა "ამერში" დაიწყო და შემდეგ “ზესტაფონში" გადავიდა, საიდანაც ჩეხურ "ბოლესლავს" მიაშურა. უნგრული კარიერაც "ბოლესლავიდან" წასვლის შემდეგ დაიწყო. განუგრავას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი ჩაუტარებია.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114726