ფეხბურთი

14:31 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გამოჯანმრთელებული დვალიშვილი “აპოლონის” დამარცხებაში დარწმუნებულია

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის წინ, ვარშავის “ლეგიას” თავდამსხმელმა ვლადიმერ დვალიშვილმა პოლონურ გამოცემა Sport.pl-სთან საუბარში განაცხადა, რომ გამოჯანმრთელდა და მოედანზე გასასვლელად მზადაა.

“მწყობრში ვარ და თამაში შემიძლია, მაგრამ მწვრთნელის გადასაწყვეტია სასტარტო შემადგენლობაში მოვხვდები თუ არა” –  თქვა დვალიშვილმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

მან 14 სექტემებრს კიელცეში “კორონასთან” მოგებულ (5:3) მატჩში ჰეთ თრიქი შეასრულა. თუმცა, მას მერე ტრავმის გამო არ უთამაშია და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სტუმრად რომის “ლაციოსთან” მატჩი (0:1) გამოტოვა.

27 წლის ქართველმა ფორვარდმა ხაზი გაუსვა, რომ ვარშაველები საშინაო მატჩში კვიპროსის “აპოლონს” აუცილებლად დაამარცხებენ:

“ჩვენ ჯგუფიდან გასვლა გვინდა “აპოლონი” უნდა დავამარცხოთ. ჩვენ გავიმარჯვებთ. სახლში ვთამაშობთ და ამიტომ, უპირატესობა გვაქვს. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ცარიელი ტრიბუნების წინ ვთამაშობთ, მაგრამ მეორე მხრივ მოტივაცია გვაქვს, რომ ჩვენი გულშემატკივრებისთვის გავიმარჯვოთ”.

Sport.pl-ს “ლეგიას” მთავარ მწვრთნელს იან ურბანს შეტევაში პრობლემები აქვს, რადგან მარეკ საგანოვსკი ტრავმირებულია.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას როგორც ურბანის განკარგულებაში დარჩენილი ერთადერთი გამოცდილი თავდამსხმელი, დვალიშვილმა ასე უპასუხა:

“არა, ერთადერთი არ ვარ. მიქაელ ეფირსა და პატრიკ მიკიტსაც შეუძლით წარმატებით თამაში”.

იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პოლონეთის ექსტრაკლასას მე-10 ტურში “შლიონსკთან” მოგებულ (2:1) მატჩში ორივე გოლი “ლეგიას” რიგებიდან მცველებმა გაიტანეს, ქართველმა მცველმა შემდეგი აღნიშნა:

“ზოგჯერ ხდება, რომ მათი დახმარება გვჭირდება. იმ მატჩში სწორედ ასეთი მომენტი იყო”.

 

0.134459