ესპანური “სევილიას” ფორვარდმა კევინ გამეირომ ვიგოს “სელტასთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურის მატჩში ტრავმა მიიღო. ესპანური პრესის ცნობით, ფრანგი ანდალუსიელებს უახლოეს მატჩებში დააკლდება.
სამედიცინო შემოწმების დასკვნით, გამეიროს ბარძაყის ტრავმა აქვს და დაახლოებით 2 კვირის გამოტოვება მოუწევს. ამგვარად, სევილიელთა ფორვარდი თავის გუნდს “ესპანიოლთან”, “ლიბერეცთან” და “ბეტისთან” მატჩებში დააკლდება.
ცნობისათვის, პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში, გამეირომ 12 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.