ფეხბურთი

13:16 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გამეირო “სევილიას” სურს

 

ესპანურმა “სევილიამ” ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდის – კევინ გამეიროს სურვილი გამოთქვა. L’Equipe-ს ცნობით, პარიზის დატოვების სურვილი თავად 26 წლის ფრანგსაც აქვს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სევილიელები ახალ ფორვარდს ეძებენ, რადგან ალვარო ნეგრედო წასვლას გეგმავს. ანდალუსიელთათვის პრიორიტეტული გამეიროს კანდიდატურაა. ახლა, მთავარი კლუბებს შორის მოლაპარაკებაა.

ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, გამეირომ 25 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113712