ფეხბურთი

17:48 | 25.07.2013 | ნანახია 936 - ჯერ

გამეირო ოფიციალურად სევილიელია

26 წლის ფრანგი თავდამსხმელი კევინ გამეირო, რომელიც აქამდე პსჟ-ში გამოდიოდა, ოფიციალურად “სევილიას” ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ესპანური კლუბის ვებგვერდი იუწყება.

ფეხბურთელმა “სევილიაში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ესპანელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამიერიდან მისი შეძენის მსურველ კლუბში 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

გამეირო “სევილიაში” შვედეთიდან ჩავიდა, სადაც პსჟ-სთან ერთად შეკრებას გადიოდა.



კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:13 | 26.07.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

მერე იტყვიან ეპლი უკეთესიაო იქნება აბა მთელი ესპანეთი მანდაა DD მიდიან სევილიიდან მალაგადან ვალენსიიდან პრემიერლიგის გრანდებში ესპანელები და მოყავთ საფრანგეთიდან და რუსეთიდან გამეიოროს არაფერს ვერჩი არაფერი დაეწუნება მაგრამ ლალიგის დონე თანდათან იკლებს ძაან დიდი ნაკადი მიდის ფეხბურთელების ლა ლიგიდან

00:01 | 26.07.2013
komentatori (2299)

20 ზე მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი წავიდა ლა ლიგადან ძლივს ერთი ორი გადმოვიდა

19:21 | 25.07.2013
a.reversi (9540)

მოუხდება სევილიას კაი ფორვარდია

17:54 | 25.07.2013
Gio Rijvadze (2474)

ვაა ვაბშე კაიაია ის გაუშვეს ნავასი და ეს მოიყვანეს

0.137662