ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ფორვარდის – კევინ გამეიროს შეძენას ინგლისური “ლივერპულიც” ეცდება. მოგეხსენებათ, ფრანგი თავდამსხმელი პარიზში არსებული არასაკმარისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და კლუბის შესაცვლელად მზადაა.
“კევინი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომლებიც გუნდში კონფლიქტებს ქმნიან. მას იმის ილუზია არ აქვს, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია. გასულ კვირაში საყურადღებო ფაქტი მოხდა: გამეირო არც კი გააფრთხილეს, რომ სათადარიგოთა სკამზე მოუწევდა ყოფნა. კევინი ძალიან გაკვირვებული იყო”, - განუცხადა გამეიროს ახლო მეგობარმა ფრანგულ პრესას.
შეგახსენებთ, რომ გამეიროსადმი ინტერესს ერთბაშად რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენს. მათ შორის არიან “დორტმუნდი” და “ვალენსია”.