ფეხბურთი

19:03 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვებული ძოძუაშვილი მთავრობას დროულ დახმარებას სთხოვს

სექტემბერი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ უკვე  საინტერესო მოვლენის მომსწრენი გავხდით, სანაკრებო პაუზის გამო ერთი ტური გადაიდო და მერე მიჯრით სამი  ჩატარდა. ფეხბურთელებს, ფაქტობრივად, ყოველ მესამე -მეოთხე დღეს უწევდათ თამაში, რაც ევროპაში ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენთვის კი მაინც უჩვეულოა. ამიტომ, საინტერესო იყო, ვინ გამოდგებოდა ფიზიკურად უკეთ მომზადებული.

ტურის მთვარი მოულოდნელობა, ალბათ, მაინც „ტორპედოს“ სამტრედიაში გამარჯვება იყო. მოგეხსენებათ, „სამტრედია“ წლეულს აღზევდა უმაღლესში, მაგრამ ბოლო თვენახევრის განმავლობაში იმდენი გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა (თუნდაც დათო კვირკველიას, ლევან კაკუბავას, გულვერდ თომაშვილის, გრიგოლ დოლიძისა და ყოფილი დილელი ბრაზილიელის, ლეონარდოს გვარები რად ღირს), რომ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა არ უნდა გაუჭირდეს. „ტორპედო“ კი, ლამის ნულიდან ააწყო ზაფხულში რევაზ ძოძუაშვილმა და ახლაც ფინანსური პრობლემები აქვს. გამარჯვების გოლი დამთავრებამდე შეცვლაზე შესულმა 21 წლის ოთარ კვერნაძემ გაიტანა, ძოძუაშვილმა კი შემდეგ თქვა: ალბათ, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ იღბალი ჩვენსკენ იყო. მინდა მივმართო მთავრობას,  მატერიალურად დაგვეხმაროს. დაპირებული თანხა დროულად თუ არ მივიღეთ, ძალიან გაგვიჭირდებაო. ასეა თუ ისე, „ტორპედო“ ცხრილში მეორე ადგილზე დადგა.

კვლავ მოუგებელი დარჩა “ზუგდიდი”, თუმცა თავიდან, შოთა ლომიას გოლით ამარცხებდა “ვიტ ჯორჯიას.” 4 ტურში მოუგებელმა “სიონმა” ნავსი გორში გატეხა და “მეტალურგი” დაამარცხა. ზედიზედ მეორედ იმარჯვა ლანჩხუთის “გურიამ.” ამჯერად, ლანჩხუთელებმა მარტვილის “მერანი” დაამარცხეს.

თბილისის “დინამომ” ფოთის “კოლხეთს” 2:1 მოუგო, თუმცა ზღვისპირელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს დედაქალაქელებს, მეორე ტაიმში ანგარიშიც გაუთანაბრეს, მაგრამ უფრო მაღალი სათამაშო კლასის ხარჯზე, დინამოელებმა მაინც გამარჯვებამდე მიიყვანეს საქმე.

მანამდე  ქობულეთში „ჩელე არენაზე“ ცხინვალის „სპარტაკმა“ ბათუმის „დინამოს“ მინიმალური ანგარიშით მოუგო, „ზესტაფონი“ კი, გიორგი ილურიძის გოლით, 89-ე წუთამდე ამარცხებდა „შუქურას,“ მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ძალიან საჭირო ქულები დაკარგა. ხორვატია-კვიპროსმოვლილმა ილურიძემ კი, ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა თავი.  

20 სექტემბერი

დინამო (ბათუმი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ლევან ჭაფოძე (11)

 

ზესტაფონი – შუქურა (ქობულეთი) 1:1 (1:0)

გოლი1:0 გიორგი ილურიძე (30), 1:1 ლაშა ჩალაძე (89)     

21 სექტემბერი

ზუგდიდი – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:3 (1:2)

გოლები: 1:0 შოთა ლომია (2), 1:1 მათე კვირკვია (11), 1:2 ბესიკ მურუსიძე (29), 1:3 გიორგი გეთიაშვილი (54) 

სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 3:1 (2:1)

გოლები: 0:1 კახაბერ კაკაშვილი (15), 1:1 გივი კვარაცხელია (28), 2:1 ჯაბა უგულავა (45, პენალტით), 3:1 ზურაბ გელაშვილი (72) 

ჩიხურა (საჩხერე) – დილა (გორი) 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჯაბა ჯიღაური (27), 1:1 გივი ქარქუზაშვილი (50), 2:1 გიორგი კორიფაძე (82)  

სამტრედია – ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ოთარ კვერნაძე (87) 

გურია (ლანჩხუთი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 გიგა ჟვანია (72, პენალტით) 

დინამო (თბილისი) – კოლხეთი (ფოთი) 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ნიკოლოზ საბანაძე (28), 1:1 ლუკა გუგუჩია (58), 2:1 გიორგი ჩირგაძე (72)

 

1.        დინამო (თბ)                           6          5                0               1                14:6                 15            
2. ტორპედო     6 3 2 1 6:3 11
3. დილა         6 3 1 2 8:3 10
4. სამტრედია    6 3 1 2 7:6 10
5. ჩიხურა       6 3 1 2 7:6 10
6. სპარტაკი     6 3 1 2 4:5 10
7. ვიტ ჯორჯია  6 3 0 3 7:4 9
8. დინამო (ბთ)  6 3 0 3 6:6 9
9. მეტალურგი   6 2 2 2 7:6 8
10. სიონი         6 2 2 2 8:8 8
11. გურია         6 2 2 2 4:10 8
12. ზესტაფონი   6 2 1 3 13:8 7
13. შუქურა       6 1 4 1 5:10 7
14. მერანი               6 1 1 4 4:8 4
15. კოლხეთი     6 1 1 4 5:10 4
16. ზუგდიდი     6 0 3 3 3:9 3

 

მე7 ტური

25 სექტემბერი: სპარტაკი - ზუგდიდი 

26 სექტემბერი: მეტალურგი - ზესტაფონი, კოლხეთი - სიონი, ვიტ ჯორჯია - გურია, დილა - დინამო (თბ)

27 სექტემბერი: მერანი - ჩიხურა, შუქურა - სამტრედია, ტორპედო - დინამო (ბთ)

 

მეგოლეები:

3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), ირაკლი მოდებაძე (დილა), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია,გიორგი ჩირგაძე (დინამო თბილისი),  გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), საბა ლომია (გურია), გიგა ამბროლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), გიორგი ილურიძე (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი)

 

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120843