სხვა

23:17 | 14.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება და მარცხი ალმატიში

ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმატიში სტარტი აიღო მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატმა, რომელშიც საქართველო 8 სპორტსმენითაა წარდგენილი.

ტურნირის პირველ დღეს რინგზე 2 ქართველი მოკრივე ვიხილეთ. 91 კგ. წონით კატეგორიაში ლევან გულედანმა ტაჯიკი ჯეიხონ ყურბონოვს სძლია, მომდევნო წრეში კი, 18 ოქტომბერს, იტალიელ კლემენტე რუსოს გაეჯიბრება. სამწუხაროდ, პირველივე რაუნდში მარცხი განიცადა სევერიან ჭილაძემ (52 კგ.). მას პუერტო რიკოელმა ენტონი მარკანომ აჯობა.

15 ოქტომბერს საქმეში გიორგი გოგატიშვილს (60 კგ.) ვიხილავთ, რომელიც ძალებს პუერტო რიკოელ დანიელო დე ლა როსასთან მოსინჯავს. 16-ში ზაალ კვაჭატაძე (69 კგ.) შრი ლანკელ ტარინდუ გედარას გაეჯიბრება, ხოლო ხოლო იაგო კიზირია (81 კგ.) – გერმანელ სერგ მიხელს.

17 ოქტომბერს რინგზე ავთანდილ ჭუბაბრია (56 კგ.) გავა, მეტოქედ კი იტალიელი იაჰინ პარინელო ეყოლება. ყველაზე გვიან, 19 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატში ჯაბა ხოსიტაშვილს (75 კგ.) და მიხეილ ბახტიძეს (+91 კგ.) ვიხილავთ.

ხოსიტაშვილი ტაილანდელ ებჰისეტ ხანხოხრუეას და ეგვიპტელ ჰოსამ აბდინს შორის უმჯობესს გაეჯიბრება, ხოლო ბახტიძე ბელარუს იან სუძილოვსკისთან მოსინჯავს ძალებს.

0.113069