ფეხბურთი

23:50 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გალიანიმ ზეედორფს ულტიმატუმი წაუყენა

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ, გუნდის მთავარ მწვრთნელს, კლარენს ზეედორფს ულტიმატუმი წაუყენა. ამ ინფორამციას Libero ავრცელებს.

იტალიური წყაროს ცნობით, ხუთშაბათის ვარჯიშის შემდეგ, ადგილობრივი დროით 15 საათზე, გალიანიმ ზეედორფი თავის ოფისში დაიბარა. საუბარი საათნახევარს გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტმა მწვრთნელს “ლაციოსთან” და “ფიორენტინასთან” გასამართ მატჩებში დადებითი შედეგები მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დათხოვნით დაემუქრა.

როგორც ცნობილია, “მილანი” ზეედორფის შემცვლელის მთავად კანდიდატად ფილიპო ინძაგის განიხილავს. ასევე სახელდება ლუჩანო სპალეტის, მაურო ტასოტის, ფაბიო კაპელოს, ფრანკ რაიკაარდისა და ზეედორფის წინამორბედის, მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ცოტა ხნის წინათ, ფრანკ რაიკაარდმა სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

0.111024