ფეხბურთი

18:46 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი: “ზეედორფის ზაფხულში დანიშვნას ვაპირებდით”

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ მის კლუბს კლარენს ზეედორფის მთავარ მწვრთნელად ზაფხულში დანიშვნა ჰქონდა გადაწყვეტილი და მასიმილიანო ალეგრის თანამდებობიდან გათავისუფლებამ მოვლენები მხოლოდ დააჩქარა.

“ზეედორფთან უკვე მოლაპარაკებულები ვიყავით. გადაწყვეტილი იყო, რომ ის გუნდს პირველ ივლისს ჩაიბარებდა. თუმცა, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ “მილანისთვის” უკეთესი იქნებოდა, თუ ამ პროექტს ნახევარი წლით ადრე დავიწყებდით.

მწვრთნელის შერჩევის დროს გადაწყვეტილება სილვიო ბერლუსკონიმ მიიღო. საქმე მის ინტუიციასთან გვაქვს, რომელმაც ჩვენს გუნდში არიგო საკი და ფაბიო კაპელო მოიყვანა.” – ციტირებს გალიანის სიტყვებს Sky Sport Italia.

“მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლარენს ზეედორფს დებიუტი უკვე ჰქონდა. მისმა გუნდმა “ვერონა” 1:0 დაამარცხა.

0.137217