ფეხბურთი

12:41 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი: “ზეედორფი დიდი მწვრთნელი გახდება”

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი დარწმუნებულია, რომ კლუბის ახალი დამრიგებელი კლარენს ზეედორფი დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს, იმის მიუხედავად, რომ სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს.

“კლარენს ზეედორფი ძალიან მოტივირებულია და მჯერა, დიდი მწვრთნელი გახდება” – უთხრა გალიანიმ ერთ-ერთ იტალიურ გამოცემას.

შეკითხვაზე - ესაუბრა თუ არა ზეედორფს მომავალ ტრანსფერებთან დაკავშირებით, “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა: ამ თემაზე არ გვილაპარაკია, მაგრამ ეს დიალოგი რომც გამართულიყო, მაინც არ გაგიმხელდითო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12848