იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი კეისუკე ჰონდას ტრანსფერთან დაკავშირებით მოსკოვის ცსკა-სთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომენტარს აკეთებს.
“არ ვღელავთ. ვიცით, რომ ვერ შევიძენთ ფეხბურთელს, რომელიც არ იყიდება. თუ ცსკა ჰონდას გაშვებაზე უარს განაცხადებს, დავიცდით.” – ციტირებს გალიანის სიტყვებს Football Italia.
ცსკა-სა და კეისუკე ჰონდას შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის ბოლოს გასდის, რაც იმას ნიშანვს, რომ თუ მოსკოველებმა 27 წლის იაპონელი ახლა არ გაყიდეს, ზამთარში, ის კლუბს უფასოდ დატოვებს