ფეხბურთი

21:00 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი: “სილვესტრეს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ”

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ დაადასტურა, რომ “როსონერი”, თანაქალაქელ “ინტერთან”, მატიას სილვესტრეს ტრანსფერთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებს.

“სილვესტრესთან დაკავშირებით, “ინტერთან” მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში, “ინტერის” დირექტორებს შევხვდები და შეთანხმების მიღწევას შევეცდები.

კერ კიდევ არ ჩამოვყალიბებულვართ, როგორი ტიპის ტრანსფერი გვსურს.” – აცხადებს ადრიანო გალიანი.

“ინტერის” 28 წლის ცენტრალური მცველით “მილანი” მას შემდეგ დაინტერესდა, რაც დანიელე ბონერამ მძიმე ტრავმა მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115624