იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი არ გამორიცხავს, რომ “მილანიდან” წასვლის შემდეგ, მან პოლიტიკური საქმიანობა დაიწყოს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადრიანო გალიანის “მილანიდან” გაშვებას უწინასწარმეტყველებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილანელთა ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკას მიაშურებს და სილვიო ბერლუსკონის პარტიას შეუერთდება.
“იტალიური პოლიტიკის სამყაროში გაწევრიანების პერსპექტივა მხიბლავს. თუმცა, ამჟამად “მილანში” ვმუშაობ და სხვა ვარიანტებზე არ ვფიქრობ.” – აცხადებს გალიანი.