ფეხბურთი

19:07 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი პოლისთან შეთანხმებას და ჰონდათი დაინტერესებას ადასტურებს

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ადასტურებს, რომ მის კლუბს “სამპდორიას” ნახევარმცველთან, ანდრეა პოლისთან შეთანხმება მიღწეული აქვს. გალიანი ასევე საუბრობს რობინიოსა და კეისუკე ჰონდას შესახებ.

“პოლისთან გასულ საღამოს ვივახშმე. მისი გადმოსვლა გადაწყვეტილია, მაგრამ ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა. “სამპდორიამ” მას ჩვენთან სამედიცინო შემოწმების გავლისა და ვარჯიშის უფლება მისცა.

“სანტოსს”, რობინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით, ჩვენი საბოლოო მოთხოვნები გავუგზავნეთ. თუ ბრაზილიელი დაგვტოვებს, მის ნაცვლად, დამხმარე თავდამსხმელის დამატებას შევეცდებით. რაც შეეხება ჰონდას, მასში ბრწყინვალე გამთამაშებელს ვხედავ.” – აცხადებს ადრიანო გალიანი.

0.118567