ფეხბურთი

0:06 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი: “ეს ისევ ის კაკაა”

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ კაკას გუნდში დაბრუნებით მან ოცნება აისრულა.

“კაკას დაბრუნებაზე იმ დროიდან ვოცნებობდი, როდესაც ის “რეალში” წავიდა. ეს ტრანსფერი ყველა მხარეს აწყობდა. ფლორენტინო პერესი, ფარული მოლაპარაკებების საწარმოებლად, ჩვენთან ჩამოსული ჯერ კიდევ გაზაფხულზე იყო.

რაც შეეხება ფეხბურთელის ჯანმრთელობას, ექიმებმა მითხრეს, რომ ეს ისევ ის კაკაა, რომელიც ჩვენთან 10 წლის წინათ თამაშობდა. მისი მუხლი კარგ მდგომარეობაშია.” – ციტირებს გალიანის სიტყვებს Football Italia.

“მილანში” დაბრუნების შემდეგ, კაკამ პირველი თამაში უკვე ჩაატარა. დღეს, “ჩიასოსთან” (ამ გუნდში ჯანლუკა ძამბროტა თამაშობს) გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, ბრაზილიელმა პირველი 45 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. “მილანმა” მატჩი 4:0 მოიგო.

0.117756