“მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი, გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები ძალიან ცუდი შედეგების მიუხედავად, მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის ნდობას უცხადებს.
“მილანმა”, სერია A-ს ბოლო 3 თამაშში მხოლოდ 1 ქულა აიღო. 11 ტურის შემდეგ, მოპოვებული 12 ქულით, “როსონერი” მე-11 ადგილს იკავებს.
“რთული პერიოდი გვიდგას, რადგან არადამაკმაყოფილებ შედეგებს ვაჩვენებთ. წინ ყურებას განვაგრძობთ და იმედი გვაქვს, ყველაფერი გამოსწორდება.
ალეგრის სრულ ნდობას ვუცხადებთ. ყველა მწვრთნელის ბედი შედეგებზეა დამოკიდებული. თუ მწვრთნელი გამუდმებით აგებს, ცხადია, ის საკმარისად კარგი არაა, მაგრამ ჩვენ საქმე ამ შემთხვევასთან არ გვაქვს.” – ციტირებს გალიანის სიტყვებს Sky Sports-ი.