ფეხბურთი

20:52 | 19.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი: “ალეგრი ნამდვილად რჩება”

"მილანი" მცველს იყიდის

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ირწმუნება, რომ გუნდს მომდევნო სეზონშიც მასიმილიანო ალეგრი გაწვრთნის.

“მასიმილიანო ალეგრისთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. ის ჩვენთან რჩება. სხვა მწვრთნელთან მოლაპარაკებები არ მიწარმოებია.

“მილანმა” ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და მწვრთნელის შეცვლის მიზეზს ვერ ვხედავ. ალეგრი ნამდვილად რჩება.” – აცხადებს ადრიანო გალიანი.

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას კიდევ ერთხელ შეეხო: “მილანმა” უმაღლესი დონის ფეხბურთელები კი არ უნდა იყიდოს, არამედ უნდა გაზარდოს. თუ ზაფხულში ვინმეს დავიმატებთ, ეს მცველი იქნება.” – გალიანის ამ სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი ციტირებს.

0.114974