ფეხბურთი

16:34 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაიმ” მელო გამოისყიდა

თურქულმა გრანდმა ტურინის “იუვენტუსთან” ყველა ფორმალობა მოაგვარა და ბრაზილიელი ნახევარმცველის - ფელიპე მელოს ტრანსფერი გამოისყიდა.

“გალათასარაის” ოფიციალური საიტის ცნობით, 30 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი წლიური ანაზღაურება 3,1 მილიონი ევრო იქნება. ამასთან, ყოველი ჩატარებული თამაშისთვის ბრაზილიელი დამატებით 25 ათას ევროს მიიღებს.

“იუვენტუსმა” მელოს სანაცვლოდ 3,75 მილიონი ევრო მიიღო. ტურინელთა საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი აგერ უკვე ორი სეზონია, “გალათასარაიში” იჯარით თამაშობს.

 

0.117205