ფეხბურთი

10:43 | 4.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

„გალათასარაი“ პრანდელისთან მოლაპარაკებას აწარმოებს

რობერტო მანჩინი რომ სტამბოლის „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ადრეც გაუწყეთ. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ თურქული კლუბი მოლაპარაკებებს მანჩინის თანამემამულესთან ჩეზარე პრანდელისთან აწარმოებს. ამის შესახებ BBC Sports იუწყება.

56 წლის სპეციალისტი ბოლოს იტალიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, მაგრამ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, თანამდებობა დატოვა.

„გალათასარაი“ ადასტურებს, რომ ჩეზარე პრანდელისთან მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს“ - ნათქვამია თურქული კლუბის განცხადებაში.

პრანდელიმდე, „გალათასარაის“ ხელმძღვანელები დევიდ მოიესის, იოაჰიმ ლიოვისა და იურგენ კლინსმანის კანდიდატურებს განიხილავდნენ.

 

ლევან გოგოტიშვილი

0.11786