სტამბოლის “გალათასარაი” შესაძლოა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დიკ ადვოკატმა ჩაიბაროს.
ჰოლანდიური პრესა ირწმუნება, რომ თურქული კლუბის ხელმძღვანელობა 65 წლის სპეციალისტს უკვე დაუკავშირდა. განვლილ სეზონში, ადვოკატი ჰოლადნიის პსვ-ს მთავარი მწვრთნელი იყო.
“გალათასარაიმ” ახალი თავკაცის ძებნა მას მერე დაიწყო, რაც თურქეთის სუპერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, 24 სექტემბერს ფათიჰ თერიმი დაითხოვა.
აქვე გეტყვით, რომ თერიმის ერთ-ერთ შემცვლელად იტალიელი რობერტო მანჩინის კანდიდატურაც განიხილება.