ჭადრაკი

16:10 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგუნაშვილი მეშვიდეა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში დასასრულს უახლოვდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს კი მასპინძელი აბიჯეეტ გუპტა (2606) გახლავთ, რომელმაც 7 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს უკვე ქულით უსწრებს.

ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი მერაბ გაგუნაშვილს (2547) გააჩნია, რომელიც შავი ფიგურებით ბაბუ ლალიტს (ინდოეთი, 2579) დაუზავდა და 5.0 ქულით მე-7 ადგილზეა.

რაჯპარა ანკიტთან (ინდოეთი, 2443) მარცხის შემდეგ 4.5 ქულით მე-17 პოზიციამდე დაქვეითდა ლევან ფანცულაია, ხოლო თორნიკე სანიკიძე (2541) რაჰულ სანგმას (2336) დაუზავდა და 4.0 ქულით 43-ეა.

მე-8 ტურში გაგუნაშვილი თეთრი ფიგურებით ჩაკრავარტი დეეპანს (ინდოეთი, 2475) ეთამაშება, ფანცულაია თეთრებითვე რატნაკარანს (ინდოეთი, 2401) გაეჯიბრება, ხოლო სანიკიძე შავებით ძალებს შივანანდასთან (2331) მოსინჯავს.

0.114445