ფეხბურთი

15:21 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრა" რუსთაველებს გორში "უმასპინძლებს"

17 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბი „გაგრა“, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების განმეორებით 1/16 ფინალურ შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე რუსთავის „მეტალურგია“. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის რუსთაველებმა 2:0 მოიგეს. იყო საუბარი, რომ განმეორებითი მატჩი თბილისში, „მერანის“ სტადიონზე გამართულიყო. "გაგრა" საშინაო შეხვედრებს სწორედ აქ მართავს.

"გამომდინარე იქიდან, რომ „მერანის“ სტადიონს არ აქვს უმაღლესი ლიგის მატჩების მასპინძლობის უფლება, კლუბს ფეხბურთის ფედერაციიდან კომისია ესტუმრა. მათ დაათვალიერეს სტადიონი, შეამოწმეს მინდვრის საფარი და წინადადებით მიმართეს – ითამაშეთ „მერანის“ სტადიონზე, მაგრამ რუსთავის „მეტალურგის“ თანხმობაა საჭიროო. "გაგრა" დაუკავშირდა რუსთაველებს, მაგრამ გუნდის თავკაცმა გელა სანაიამ უარი შემოითვალა: დასამალი არაა, რუსთაველებს სურდათ, რომ განმეორებითი შეხვედრაც რუსთავში, ხელოვნურსაფარიან მინდორზე გამართულიყო. ეს ის ხელოვნურსაფარიანი მინდორია, რომელიც თავის დროზე დიდი ზარ-ზეიმით დაიგო და შემდეგ, უეფას კომისიამ არ მიიღო, საფარს ერთი ვარსკვლავიც კი არ მიანიჭეს. ცხადია, ჩვენ არანაირი სურვილი არ გვქონდა ხელოვნურსაფარიან მინდორზე თამაშისა და თხოვნით მივმართეთ გორის „დილას“ ხელმძღვანელობას, რომ მათ სტადიონზე თამაშის უფლება მოეცათ. დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ გორელებს, რომ მათ ყველანაირი თანადგომა აღგვითქვეს, სტადიონი დაგვითმეს და შეხვედრა 17 სექტემბერს „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართება, სადაც მართლაც რომ იდეალური მინდვრის საფარია. რუსთაველებს ეს სტადიონი ამ სეზონში კარგად არ გაახსენდებათ, ვინაიდან „დილასთან 0:3 წააგეს და იმედი გვაქვს, რომ ტრადიციას არც ამჯერად დაარღვევენ…

შეხვედრა 15.30 საათზე გაიმართება და იმედი გვაქვს, რომ იმ გულშემატკივრებს, რომლებიც გორში ჩამოსვლას ვერ შეძლებენ, ჩვენი საიტის და ასევე, წწწ.მყვიდეო.გე-ს საშუალებით ამ მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლაციის ნახვის საშუალება მიეცემათ. როგორც გორელებმა გვაცნობეს, სტადიონზე საკმაოდ მაღალი ხარისხის ინტერნეტია და რეპორტაჟის განხორციელების საშუალება მოგვეცემა" – უწერია "გაგრას" საიტს.

www.fcgagra.ge 


0.117543