ირაკლი ხუციძე, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირველ წრეში უკაპიტნა საფეხბურთო კლუბ “გაგრას”, 1 თებერვალს გუნდს დაემშვიდობა. ამის შესახებ, “გაგრას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ მას წარმატება უსურვა, გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და გზა დაულოცა. თანაგუნდელებმა ირაკლი ტაშით გააცილეს.
ირაკლი კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. მასსა და კლუბს შორის კი კონტრაქტი ოფიციალურად გაწყდა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
ფოტო fcgagra.ge