სხვა

13:35 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს მიჯრით მესამე

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა ჰაცუ ბაშო მარცხით გახსნა, თუმცა, მას შემდეგ მიჯრით 3 გამარჯვება იზეიმა და ამჟამად, საკმაოდ კომფორტულ მდგომარეობაშიც იმყოფება.

გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, ბაშოს მე-4 დღეს კი, აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა, ეგვიპტელ ოსუნაარასის ჰატაკიკომით აჯობა.

ქართველი გოლიათი წარმატებული სვლის გაგრძელებას მე-14 მაეგაშირა მასუნოიამასთან ეცდება, რომელსაც ტოკიოში 2-2 მოგება-წაგება გააჩნია.

ამ დროისთვის, ჰაცუ ბაშოს 2 დაუმარცხებელი ლიდერიღა ჰყავს. ესენი იოკოძუნა ჰაკუჰო და სეკივაკე გოეიდო არიან. ოძეკების – კაკურიუს და კისენოსატოს აქტივში 3-3 გამარჯვებაა, ხოლო კადობანში ჩაყენებულმა კოტოშოგიკუმ მე-2 მოგება უბრძოლველად მიითვალა.

საქმე ის გახლავთ, რომ კომუსუბი მიოგირიუმ, ვისაც ფუკუოკელი სეკიტორი დღეს უნდა გაჯიბრებოდა, ტრავმა მიიღო და ტოკიოს ტურნირი ნაადრევად დაასრულა.

0.117557