სხვა

13:26 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს დადებითი ბალანსისთვის ისევ 2 მოგება სჭირდება

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა ჰაცუ ბაშოზე მიჯრით მე-2 მარცხი განიცადა და 6 მოგების წილ 4 წაგება მოუგროვდა. აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუ აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულის მქონე მონღოლ ტამავაშის დაუპირისპირდა და ოშიდაშით წააგო.

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე წლის პირველი სუპერტურნირის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი, ქართველ გოლიათს კი დადებითი ბალანსისთვის ორი ორთაბრძოლის მოგებაც ეყოფა. გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ენდოა, რომელსაც ზურგს 8 გამარჯვება უმაგრებს.

ჰაცუ ბაშოს ერთპიროვნულ ლიდერად მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელსაც ათივე შერკინება მოგებული აქვს, ოძეკი კაკურიუს აქტივში კი 9 მოგებაა.

 

 

0.11716