ჰაცუ ბაშოზე განცდილი ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა მობილიზება მოახერხა და დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ტაკანოივა იორიტაოშით დაამარცხა.
გაგამარუ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, გასული გამარჯვება კი მისთვის მე-7 გახლდათ.
აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ქართველ გოლიათს დადებითი ბალანსის იგივე კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად დარჩენილი 3 ორთაბრძოლიდან ერთის მოგებაც ეყოფა.
გაგამარუს მომდევნო შერკინება დასავლეთის მე-5 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთან
ცნობისთვის, “იმპერატორის თასის” მოგების საუკეთესო შანსი ისევ მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს რჩება, რომელსაც თორმეტივე ბრძოლა მოგებული აქვს, ოძეკი კაკურიუ კი მას 1 გამარჯვებით ჩამორჩება.