სხვა

18:54 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ ჰარუ ბაშოზე მეოთხედ იმარჯვა

ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე სუპერტურნირზე დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების  შანსს ინარჩუნებს.

დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუმ 6 მარცხის ფონზე მე-4 გამარჯვება დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდების მქონე სადანოფუჯისთან იზეიმა. 199-კილოგრამიანმა ქართველმა უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (201 კგ.) სეკიტორი დოჰიოს მიღმა იორიკირით გაიყვანა.

ჯუღელს სატიტულო წინსვლისთვის დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან ოთხის მოგება მართებს, რაც იოლი ნამდვილად არ იქნება. ქართველ გოლიათს შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა კაგამიო იქნება, რომელსაც ჩვენებური კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

“იმპერატორის თასის” მოპოვების საუკეთესო შანსი კვლავაც მონღოლ იოკოძუნებს – ჰაკუჰოს და ჰარუმაფუჯის აქვთ, რომელთა აქტივშიც 10-10 მოგებაა. კიდევ ერთ მონღოლს – ოძეკი კაკურიუს 9 გამარჯვება მოუგროვდა.

რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში მე-6 ბრძოლა 19 მარტს ელის 55-ე ნომერ ტოჩინოშინს. ქართველ ლევან გორგაძეს გასული 5 შერკინება მოგებული აქვს და ძალებს ასევე მაქსიმალური შედეგის მქონე კავანარისთან (46-ე) მოსინჯავს.

მარტის ბაშოს მე-10 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=6P5zKbTOz58

0.114715