ნაცუ ბაშოს მე-6 დღეს, ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა მიჯრით მოპოვებული 3 გამარჯვების კვალად, მარცხი განიცადა. გაგამარუმ, რომელიც მაისის სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა არავაშისთან იორიკირით წააგო.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე შეჯიბრზე, ჯუღელი ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ერთადერთი ქართველი სეკიტორია. მისი მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა სადანოუმია.
ტურნირის დაუმარცხებელ ლიდერად იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც ზედიზედ მე-6 გამარჯვება აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ამინიშიკისთან იზიმა. მონღოლი გოლიათის უახლოესი მდევრები იოკოძუნა კაკურიუ, ოძეკი კისენოსატო და რიგითი მაეგაშირები – იკიოი და კიტატაიკი არიან.
მორიგ ორთაბრძოლას 17 მაისს ჩაატარებს რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში მოასპარეზე ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი (დასავლეთის მე-6 ნომერი). ქართველ სუმოისტს სამივე გასული ორთაბრძოლა მოგებულ აქვს, შემდეგი შერკინება კი აღმოსავლეთის მე-4 ნომერ კიზენრიუსთან