ხორვატიის ქალაქ ოპატიაში დასრულდა ვეტერან ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 9 ქვეყნის 25 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის სამი ქართველი ქალბატონი: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, ვეტერანთა შორის მრავაგზის ჩემპიონი თამარ ხმიადაშვილი და საერთაშორისო ოსტატი ნინო მელაშვილი.
ბოლო ტურამდე გაურკვეველი იყო პრიზიორთა ვინაობა. 6,5 ქულით მეორე ადგილზე ნონა გაფრინდაშვილი გავიდა, რომელმაც დასკვნით ტურში რუსეთის წარმომადგენელი ტატიანა ბოგუმილი დაამარცხა. ერთ-ერთი სინჯის მედლის მოპოვების შანსი საქართველოს კიდევ ერთ წარმომადგენელ თამარ ხმიადაშვილს ჰქონდა, რომელიც რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ ელენა ფათალიბეკოვას ეთამაშებოდა. დაძაბული შეხვედრა ყაიმით დასრულდა. საბოლოოდ, 9 შესაძლებლობიდან 6-6 ქულა ხმიადაშვილმა, ფათალიბეკოვამ და გალინა სტრუტინსკაიამ (რუსეთი) დააგროვეს. ამ უკანასკნელმა ბოლო ტურში მარგარიტა ბალიუნიენეს მოუგო. უკეთესი კოეფიციენტის გამო ბრინჯაოს მედალი ხმიადაშვილს გადაეცა. 7,0 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედალი ელენა ანკუდინოვამ (ყაზახეთი) მოიპოვა. მომავალმა ჩემპიონმა ბოლო ტურში თეთრებით მოთამაშე ლარისა ხრიპოვას (რუსეთი) გააჩერებინა სათი.