ლანჩხუთის "გურიას" დავით მახარაძე გაწვრთნის – "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. როგორც იცით, იყო საუბარი, რომ "გურიაში" გიგლა იმნაძე დაინიშნებოდა მწვრთნელად, თუმცა საბოლოოდ, არჩევანი მახარაძეზე შეჩერდა. რამდენიმე დღის წინ მახარაძე გულახდილად გვესაუბრა "გურიას" პრობლემებზე, რაც მიმდინარე სეზონის განმავლობაში მძიმედ აწვებოდა გუნდს.
"გურია", სავარაუდოდ, ერთ კვირაში შეიკრიბება. 15 იანვრამდე კი კლუბის პერსონალის მიმართ დავალიანების გასტუმრებას ელიან. როგორც სხვა ქართული კლუბებისა, ასევე ლანჩხუთელთა შემადგენლობაშიც მოსალოდნელია ცვლილებები, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდები შეიძლება – დღესდღეობით, კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელზე გადაწყვეტილება არაა მიღებული.
აქვე შეგახსენებთ, რომ "გურიამ" სეზონი მახარაძის თავკაცობით დაიწყო და არაერთი თამაშიც მოიგო. გუნდი მესამე პოზიციაზე იყო. შემდეგ უკრაინელი რომან პოკორა დაინიშნა, ხოლო მახარაძე მის თანაშემწედ დააყენეს. პოკორა კი დეკემბერში გაუშვეს.