ჩოგბურთი

20:43 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაბაშვილი ფედერერის წინააღმდეგ

 

სადღეისოდ რეიტინგსიის მეექვსე ნომერი როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშების მესამე წრეში კლასიფიკაციაში 99-ე ადგილზე მყოფი სლოვენიელი ბლაჟ კავჩიჩის 6:2, 6:1, 7:6 დამარცხების შემდეგ გავიდა. სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა როჯერმა ავსტრალიის ჩემპიონატის მატჩებში 70-ედ იმარჯვა.

“კავჩიჩთან შეხვედრა საინტერესო გამოდგა. მოხარული ვარ, ასეთ სიცხეში მეოთხე სეტის ჩატარება რომ არ დამჭირდა. საწყისი 2 პარტია კარგად წარვმართე, მესამეში კი გამიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ დასრულდა”, - განაცხადა ფედერერმა ბალკანელთან ნამატჩევს.

როჯერ ფედერერი 15-ედ ჩაება ავსტრალიის ღია პირველობაზე, 2004, 2006, 2007 და 2010 წლებში კი ჩემპიონობა არავის დაუთმო.

32 წლის შვეიცარიელის მომდევნო მოწინააღმდეგე რუსეთის სახელით მოთამაშე თეიმურაზ გაბაშვილია. მან მოულოდნელად რეიტინგსიის 33-ე საფეხურზე მყოფ ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს ურთულეს ხუთსეტიან ორთაბრძოლაში 7:6, 3:6, 2:6, 6:4, 6:4 სძლია.

0.118743