ფეხბურთი

21:34 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფულემმა მაგათი გაათავისუფლა

 

ინგლისი ჩემპიონშიფის მონაწილე “ფულემის” ხელმძღვანელობამ გერმანელი მწვრთნელი ფელიქს მაგათი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მაგათი ინგლისურ კლუბში გასული სეზონის მეორე ნახევარში მივიდა და პრემიერლიგის გასავარდნ ზონაში მყოფი კლუბი გავარდნისგან ვერ იხსნა, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 7 ტურის შემდეგ ბოლო 24-ე ადგილზე იმყოფება.

მთავარი მწვრთნელის დროებითი შემსრულებელი “ფულემის” 21-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელი კიტ საიმონსი იქნება.

17 სექტემბერს “ფულემმა” მე-7 ტურში “ნოტინგემ ფორესტთან” მეექვსე მარცხი განიცადა და უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. კლუბის პრემიერლიგაში დაბრუნებაზე საუბარი ზედმეტია. სეზონის სტარტიდან გამომდინარე გუნდი შარშანდელის მსგავსად გადარჩენისთვის იბრძოლებს.

დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125094